უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ხელის ხშირი ბანა ან დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით მნიშვნელოვნად შეამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების რისკს.
10 ლიტრი ხელის ანტისეპტიკის დასამზადებლად საჭიროა:
1. ეთილის სპირტი, 96%-იანი – 8,333 ლ
2. წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. პერეკისი) 3%-იანი – 0,417 ლ
3.გლიცერინი 98%-იანი – 0,145 ლ
4. გამოხდილი ან გადადუღებული წყალი – იმდენი, რომ შეივსოს 10 ლიტრამდე.
ეს პროპორციები მოწოდებულია დიდი ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის, პირადი მოხმარებისთვის დასამზადებლად გთავაზობთ მცირე პროპორციებს:
800 მლ სპირტი,
40 მლ წყალბადის ზეჟანგი,
15 მლ გლიცერინი
აურიეთ და სტერილური წყლით
შეავსეთ 1 ლიტრამდე.
კარგად შევანჯღრიოთ, ჩამოვასხათ ჭურჭელში და გამოვიყენოთ.
წყარო:mkurnali.ge