აქციაზე შეკრებილ ხალხს იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა ლევან ფერაძემ მიმართა.
“ხელისუფლება ამ ბიჭებს ხელახლა კლავს. ნეტა ხელისუფლებას ისე უყვარდეს ხალხი, როგორც პანკისელ ხალხს უყვარს. ამ ხალხს სხვაგვარი სიყვარული და მოფრთხილება სჭირდება. ხელისუფლება გაიხრწნა”_ აცხადებს ლევან ფერაძე პარლამენტის წინ და აღნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლებაა საჭირო და ერთობა.
როგორც სოდომ გომორი დაინგრა ასევე დაინგრევა და ჩამოიშლება ეს ხელისუფლება, _ აცხადებს ფერაძე.