https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხელისუფლებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული ნება, რომ გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა

9:03; 20.03.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, არამედ არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა გავატაროთ რეფორმები ამ მიმართულებით,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციას ესაჭიროება, პოლიტიკური ნება და ხელისუფლების ყველა შტოს აქვს ამ მიმართულებით, მასშტაბური და კომპლექსური რეფორმის განხორციელების მყარად ჩამოყალიბებული ნება.

„ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ამ სფეროში და მე მოხარული ვარ, რომ დღეს პოლიტიკური ნება არსებობს და ამ მიმართულებით არის ერთიანი ხელისუფლების ყველა შესაბამისი განშტოება, როგორც პარლამენტი, ასევე საქართველოს მთავრობა. არსებობს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და საქართველოში განხორციელდეს, შესაბამისად, დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონული განვითრებისა და თვითმმართველობის სფერო მისთვის პრიორიტეტულია. მან ამ მიმართულებით გაეროს განვითარების პროგრამასთან დაკავშირებული საკუთარი საქმიანი გამოცდილება გაიხსენა და თვითმმართველობების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი წვლილი აღნიშნა.

„ჩვენთვის არის, ნამდვილად, პრიორიტეტული ეს სფერო. პრიორიტეტულია როგორც დეცენტრალიზაცია, ასევე, რეგიონული განვითარება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებით არის ნამდვილად ფასდაუდებელი ჩვენი უცხოელი პარტნიორების წვლილი. ჩემთვის ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც მაკავშირებს გაეროს განვითარების პროგრამასთან. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ფაზის პირველი მენეჯერი, ამ პროექტის პირველი მენეჯერი გახლდით სწორედ მე და მანამდე, მთლიანობაში, დაახლოებით რვა წელი მაქვს გატარებული გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად და ჩვენ ერთდა ვმუშაობდით დეცენტრალიზაციის თემაზე, ასევე რეგიონულ განვითარებაზე და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი გაეროს განვითარების პროგრამას იმაში, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი დღეს საქართველოში როგორც რეგიონული განვითარების, ასევე დეცენტრალიზაციის. ჩემთვის, ნამდვილად, განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს თემა“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კომპლექსური სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც დეცენტარალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„ბუნებრივია, მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი ამისათვის. პოლიტიკურ ნებასთან ერთად არის საჭირო სწორი ხედვის არსებობა და სწორი ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე. არის აუცილებელი კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზეც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ასევე, რეგიონული განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის მეორე ფაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკავშირებული იქნება სწორედ შესაბამისი, სწორი ხედვის ჩამოყალიბებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების როგორც უფლებამოსილებები, ასევე მათი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა, როგორიცაა ადამიანური რესურსებისა და რეგიონული განვითარება.

„რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს, სწორედ, ადგილობრივ დონეზე, ადამიანური რესურსების განვითარება და თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარება. ცალკე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარება, რასაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. შემუშავდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, რეგიონული განვითარების სტრატეგიები და საჭიროა მუშაობის გაგრძელება იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს რეგიონული განვითარების მდგრადი სისტემა, ამის გარეშე რთული იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია, ზოგადად, სწორ და მყარ რეგიონულ განვითარებასთან. სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებასთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში აქტიურადაა ჩართული, მათ შორის საერთაშOრისო პარტნიორებს, რომელთა წვლილიც რეფორმირების პროცესში არის ფასდაუდებელი.

„ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ სუბიექტის როლი ამ პროცესში, რომელიც არის ჩართული დეცენტრალიზაციაში, რეგიონულ განვითარებაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელსაც შეაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შესაბამისი რეფორმების გატარებაში. ასევე, მე მინდა, ხაზი გავუსვა საპარლამენტო კომიტეტის როლს ამ პროცესში. ბატონი ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით კომიტეტი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებასთან და ასევე, რეგიონულ განვითარებასთან. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც წლებია, ათ წელიწადზე მეტია უკვე მუშაობს ძალიან აქტიურად საქართველოში დეცენტრალიზაციაზე, რეგიონულ განვითარებაზე და მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებს, მეგობრებს, რომელთა წვლილი ამ პროცესში არის ფასდაუდებელი. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, და მინდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, მეორე ფაზა იქნება აუცილებლად ძალიან წარმატებული,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ახალი ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა. “ახალი ინიციატივა მხარს უჭერს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკური ხედვის განვითარებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. „იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობების განვითარებაში, პროექტის მეორე ფაზის დაწყება კი გულისხმობს პროექტის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას და შემდგომი, უფრო მასშტაბური სამუშაოების საჭიროებას. ახალი ინიციატივა დაეხმარება საქართველოს განახორციელოს ადგილობრივი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ამბიციური გეგმა,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა დეცენტრალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის და ამ მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულებისთვის. „ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ იმ სერიოზული ვალდებულებებისთვის, რომელიც თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ დეცენტრალიზაციის მიმართულებით. დღეს ჩვენ ვიწყებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დაეხმარება ამბიციური ხედვა დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართულებით გახდეს რეალობა იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ წინ მდგრადი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმართულებით, რაც გახლავთ უფრო დიდი დახმარების პროგრამის ნაწილი, რომელიც 2012 წელს დაიწყო“,-განაცხადა ნილს სკოტმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს გერჰარდ შაუმბერგერმა, სამხრეთ კავკასიაში ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა და ოლივიერ ბურკიმ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა. მათ ისაუბრეს ავსტრიისა და შვეციის გამოცდილებაზე რეგიონული და ადგილობრივი განვითრების სფეროში და ამ წარმატებული პრაქტიკის საქართველოში გამოყენების პერსპექტივებზე.

„ჩვენ, ავსტრიული მხარე სიამოვნებით შევუერთდით ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების პროექტის მეორე ფაზას. პირველ ფაზა წარმატებული აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ მთავარობის ხედვა გავიზიარეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს ყოველივე საკმაოდ კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ უფრო წარმატებულად ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე“,-აღნიშნა გერჰარდ შაუმბერგერმა.

„შვეიცარია გახლავთ ბრწყინვალე მაგალითი ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლების და მოხარულები ვართ გაგიზიაროთ აღნიშნული გამოცდილება, როგორც ჩვენი წვლილი იმაში, რომ საქართველომ საკუთარი დეცენტრალიზაციის პროცესი წარმართოს,“-განაცხადა ოლივიე ბურკიმ.

პრეზენტაცია პროექტის პირველი ფაზის მიღწევებსა და შედეგებზე და პროექტის მეორე ფაზის დაგეგმილ აქტივობებზე გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ნათია ნაცვლიშვილმა წარმოადგინა.

კონფერენციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართულმა კვლევითი ორგანიზაციის „ეისითის“ მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევის შედეგები შედარებულია 2023 და 2015 წლებში ჩატარებულ ანალოგიური კვლევის მიგნებებთან და წარმოდგენილია რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა პროექტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია– საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას შორის.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ორგანიზებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით გაიმართა. ახალი ინიციატივის წარდგენას საქართველოს პარლამენტის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები ესწრებოდნენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026

„მოშინაურებული“ მელია

ტროპიკული კუნძული გერმანიაში

ყველა სიახლე

სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო