„დღეს იმ ავბედითი ღამიდან 1 წელი გავიდა. მართალია, შუბლში დახვრეტილი შვილის გამო, მაქამდე წელიწადნახევარი ვიყავი გამოსული, მაგრამ იმ ღამის მონაწილეც გავხდი. ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, სისხლი დაღვარეს, ახალგაზრდობა სისხლში აცურავეს.
უნდა შევახსენოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მათ ის ღამე არ შერჩებათ. ყველა აგებს პასუხს. ყველა სათითაოდ, ვინც კი მონაწილეობა მიიღო იმ ავბედით, სასტიკ ღამეში.
ხელისუფლებამ ზუსტად იმ ღამით გამოუტანა თავის თავს განაჩენი და ეს განაჩენი უნდა გაფორმდეს 31 ოქტომბერს აუცილებლად“,_ განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა:
„ჩემი დიდი თხოვნა იქნება ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ ერთიანობა და ერთიანი ძალებით დავუპირისპირდეთ ამ მონსტრს, რომელიც დღეს სათავეში გვიზის, მაშინ ნამდვილად გავიმარჯვებთ“.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის შვილი 2017 წელს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა.
სუს-მა მაშინ განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს მძინარეს ესროლეს. უარყოფდა შვილის ტერორიტულ დაჯგუფებასთან კავშირს და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდა.