შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარია, N5 საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა, მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და კითხვაზე თუ რატომ შინიშნებოდნენ საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ავტორიტეტები განაცხადა: „ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, მითუმეტეს მთაწმინდაზე არ სჭირდება. თუ იყო სადმე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი ან რაიმე სახით შეუზღუდეს ჩვენს მოალქეეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება მაშინ მოგვეცით ეს ინფორმაცია და ჩვენ ამაზე გვექნება, გპირდებით, სწრაფი და მკაცრი რეაგირება“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved