პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, 28 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის ჩატარება ხელისუფლების კანდიდატს ხმების მობილიზების ნაცვლად, ამომრჩეველს დააკარგვინებს.
ამ ფონზე, ძაბირაძისთვის გაუგებარია, რატომ სურს მმართველ პარტიას 28 ნოემბერს არჩევნების ჩატარება.
ცესკომ რომელ რიცხვშიც არ უნდა დანიშნოს არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არჩევნებზე ყველა შემთხვევაში მივა.
ფუჭი მცდელობაა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხალხის სამსახურით დაშინებისა და შანტაჟის იმედი აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ გამოუვათ.
სახელისუფლებო კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს, დაახლოებით, 300 ათასი ხმა უნდა მიიღოს დამატებით, ანუ არჩევნებზე სადღაც მილიონ 900 ათასამდე ამომრჩეველი უნდა მივიდეს, ზურაბიშვილის გამარჯვებაში კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს.
რატომ უნდა აწყობდეს 28 ნოემბერს არჩევნების დანიშვნა ხელისუფლებას არ ვიცი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა საარჩევნო ტექნოლოგიები ძალიან ცუდად იციან“,_ აღნიშნა ძაბირაძემ.
დღეს ცესკოს ბრიფინგამდე, თბილისის მერმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.