https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხელისუფლებას სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდებენ

8:03; 24.03.2017
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ხელისუფლებას მოუწოდებს სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა დაიწყოს. როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები უნდა აღიაროს.

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

“უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაქარწყლდა ის კითხვები, რაც საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არსებობდა, რამაცკიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი. კოალიციას მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ის სისტემური პრობლემები რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, რეალურად დაისახოს მიზნად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა  და სასამართლოს ძირეული რეფორმა დაიწყოს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად სამართლიანობის აღდგენა, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გამოაცხადა. ამ მიზნით დაანონსდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება, თუმცა რეფორმების განხორციელების პროცესმა ცხადყო, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა მტკიცე პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემაში რეალური და თანმიმდევრული ცვლილებების გასატარებლად. ნათელია, რომპოლიტიკურმა სისტემამ სრულად არ თქვა უარი მის ხელთ არსებულ ბერკეტებზე. უფრო მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტში ჩაიდო ცვლილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი უბრალო უმრავლესობით არჩევის წესმა ჩაანაცვლა, რითაც ფაქტობრივად გამოირიცხა საპარლამეტო უმცირესობის მონაწილეობა საბჭოს დაკომპლექტებაში. შედეგად, სასამართლო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა:

  • არსებობს დასაბუთებული ეჭვები პოლიტიკური გავლენების არსებობაზე ზოგიერთ გახმაურებულ საქმესთანდაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი, როგორც სისხლის სამართლის, ისე სხვა საქმეებზე, მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სხდომების საჯაროობის მიმართულებით,მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით კვლავ არსებობს გამოწვევები, რაც განსაკუთრებით მჟღავნდება პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებში (მაგ. ე.წ. „კაბელების საქმე”, „რუსთავი 2”-ის საქმე) მართლმსაჯულების განხორციელებისას.
  • მოსამართლეთა კორპუსში განსხვავებული აზრის დეფიციტია და სისტემაში ქრონიზმი გაძლიერებულია. სასამართლო რეფორმის „პირველი ტალღის” განხორცილების შემდგომ პერიოდშიპრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება თანდათანობით მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ დომინანტურ და გავლენიან ჯგუფებთან, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. პარალელურად თანდათანობით გაქრა დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და საბოლოოდ, თითქმის ყველა საკითხზე მათი აზრების თანხვედრაში და დასაბუთებული არგუმენტების გარეშე, გადაწყვეტილებების წინასწარი შეთანხმებით მიღებაში გადაიზარდა. მოსამართლეთა დომინანტი ჯგუფისა და ხელისუფლების ასეთმა ურთიერთობამ ხელი შეუწყო მოსამართლეთა შორის ქრონიზმის გაძლიერებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას (ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, კრიტიკული განცხადებების გაკეთებიდან უმოკლეს ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება), რამაც სასამართლო სისტემა შიდა დამოუკიდებლობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მყიფე საფუძვლის შექმნას ხელი შეუწყო სამოსამართლო ვადის მასობრივად ამოწურვამაც მოსამართლეებში, რამაც განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა მოქმედი მოსამართლეების დიდი ჯგუფი.
  • არ არსებობს პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის განხორციელებისთვის, რაც მოსამართლეთა დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლოს რეფორმის სამი „ტალღა” განხორციელდა, რეალურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოსამართლეების დამოუკიდებლობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში. რეფორმების პროცესში ხელისუფლებამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე უარის თქმისათვის, მიუხედავად ვენეციის კომისიის და ადგილობრივი ექსპერტების კრიტიკული შეფასებისა. ასევე, სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღა”, რომელიც საეჭვოდ და უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, ვერ უზრუნველყოფს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც უკვე წლებია არსებობს. შედეგად, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე წარიმართა ათეულობით მოსამართლის შერჩევა/ დანიშვნა, გაუმჭვირვალედ და შესაძლო ზემოქმედების მექანიზმად ხდებოდა დისციპლინური სამართალწარმოების გამოყენება. დღემდე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხორციელდება სასამართლოს თავჯდომარეების დანიშვნა და მათ შეუნარჩუნდათ მოსამართლეებზე ზეგავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები, ასევე,  გაჭიანურდა და უსაფუძვლოდ რამდენჯერმე გადავადდა საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის ამოქმედება და სხვ.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ფუნქციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოქმედი კანონმდებლობით, პასუხისმგებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. საბჭოს საქმიანობაზე მონიტორინგი უკვე წლებია მიუთითებს, რომ საბჭოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება დაუსაბუთებლად, წინასწარი შეთანხმებით და გაუმჭვირვალედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებას გასცეს პასუხი მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ გაჩენილ კითხვებზე.     

აღსანიშნავია, რომმიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა.კოალიცია ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • აღიაროს სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური პრობლემების არსებობა, გააანალიზოს მათი გამომწვევი მიზეზები და სასამართლო სისტემის რეფორმის გრძელვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა განაგრძოს სწორედ ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა და განახორციელოს ცვლილებები, რომელთა საჭიროება უკვე წლებია აღიარებულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, საქმის განაწილების შუალედური წესის შემოღება, რაც საქმის ელექტრონული განაწილების წესის სრულად ამოქმედებამდე შეზღუდავს სასამართლოების თავმჯდომარეების განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას; სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის კრიტერიუმებისა და წესის დადგენა; მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ქულათა სისტემაზე სრულად გადასვლა და ფარული კენჭისყრის გაუქმება; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და დასაბუთებულობის პრინციპების შესაბამისად და სხვა. აღნიშნულით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში, ამაღლდება საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და გაიზრდება საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.

უახლოეს მომავალში კოალიცია გამოაქვეყნებს დეტალურ კვლევას, სასამართლო სისტემის მდგომარეობის ანალიზს, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო სისტემის რეფორმას. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, კონკრეტული წინადადებების შეთავაზებით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემაში ქმედით და სისტემურ რეფორმაზე მუშაობის პროცესში”, _ აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.   

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2 თებერვალი, 2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2 თებერვალი, 2026
სამართალი

გაუპატიურება ცოლად შერთვის მიზნით _ რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს

11:44; 2 თებერვალი, 2026
სამართალი

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

11:21; 2 თებერვალი, 2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1 თებერვალი, 2026

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის მონიტორინგს და სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენს

რა ჩვენებები მისცეს სასულიერო პირებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო