„მართლა მთელ ქვეყანას აბოლებს ეს პროკურატურა იქნება, ხელისუფლება თუ ძალოვანი სტრუქტურები“,_აღნიშნული განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში, პროკურატურის წინ გამართულ აქცია-პერფორმანსზე გააკეთა.
„არის კრიმინალთა ხროვა შექუჩებული იქ სადღაც მაღლა და ჩადიან ყველა დანაშაულს, რომელიც არის დაუშვეებელი. დღეს ფაქტიურად საქართველოს არ ჰყავს არც მთავრობა, არც ხელისუფალი.
ამ ხელისუფლების იმედი მე პირადად არ მაქვს. მაქვს იმედი, მოვა ის ხელისუფლება, რომელიც გამოიძიებს ამ ყველაფერს. დამნაშავე ვიქნები? დამსჯიან. მართალი ვიქნები? გამამართლებენ.
მაგრამ ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ არის, რომ ერთი პროცენტი მაინც კაცობა, ვაჟკაცობა ჰქონდეს, რომ შეცდომა აღიაროს ან დამნაშავე დასაჯოს.
ამ ხელისუფლებაში მე არა ვხედავ ადამიანს, რომ მოვითხოვო შეხვედრა, დავჯდე და მასთან ვილაპარაკო“,_განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქციები პარლამენტის წინ გაგრძელდება ვიდრე, მათ ყველა შეკითხვას პასუხი არ გაეცემა.
შეგახსენებთ, რომ შვილმკვდარი მამები თვეზე მეტია რაც ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ათევენ.