ლანჩხუთის ჩინოვნიკების ხელფასის სავარაუდო მატებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური ფონი შეიქმნა და ამ ფონს გარკვეულწილად სტიმულს აძლევდა დაბალი რანგის საჯარო მოხელეთა პროტესტი. განსაკუთრებით კულტურისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხმამაღალი უარყოფითი რეაქციები სოციალურ ქსელშიც კი მკაფიო გახდა. ჩინოვნიკთათვის ხელფასების მატების საპირწონედ მერია აანონსებდა ა(ა) იპ-ებში ანაზღაურების 10 პროცენტიან მატებას, თუმცა კონკრეტულად როდიდან მოხდებოდა ეს, გარკვევით არავინ ამბობდა. ზოგის თქმით, აპრილიდან დაიწყებოდა ეს პროცესი, ზოგიც კი პირობას იძლეოდა, რომ მატება ივნისის თვიდან მოხდებოდა. თუმცა, ირკვევა, რომ მერიის გადაწყვეტილებით ლანჩხუთში ბაღის თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით უკვე გაეზარდათ.
ხელფასების მატებას საბავშვო ბაღის თანამშრომელთათვის “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურების ბაღების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა.
[sexy_author_bio]