მასწავლებლები კვლავ ახალი სახელფასო ფორმულის მოლოდინში არიან, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სრული საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, პედაგოგების 70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება. დანარჩენ 23%ს – 400, 300, 200 ლარით.
თუმცა, როგორც განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მასწავლებელთა 7 %-ს ხელფასი არ მოემატება, მაგრამ არც დააკლდება:
„აღსანიშნავია, რომ არცერთ მასწავლებელს ხელფასი არ დააკლდება და ინიცირებული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებელთა 7%-ს, რომელთაც არსებული ფორმულით მცირე დატვირთვის შემთხვევაში იღებდნენ სრულ დანამატს, შეუნარჩუნდებათ არსებული ხელფასი“, – აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.