ქართული ოცნების ზიგდიდის მერობის კანდიდატის გეგე შენგელიას საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებს არ უშვებენ. გუშინს შემდეგ მედიისთვის მმართველი გუნდის შტაბი დაკეტილია.
“გურია ნიუსის” კითხვაზე _ რატომ არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო შტაბში, პარტიის წევრები გვეუბნებიან, რომ ხელს ვუშლით.
თუმცა, რაში ეშლებათ ხელი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, უცნობია.
“ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, მედიისთვის და ნებისმიერი პიროსთვის ღიაა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდარის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბი. შტაბში დილიდან ხალმხრავლობაა და იქ თითქმის ყველა მედიის წარმომადგენელს ნახავთ.
აღსანიშნავია, რომ ორივე შტაბი მეუნარგიას ქუჩაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდაა.