საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს, _ ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
„პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის დისკრეციაა და არა მოლაპარაკებების საგანი. შეწყალება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას. მას ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, მაგრამ თუ სასწორზე დგას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, პრეზიდენტის მოვალეობაა, საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. როდესაც პარტიები შევლენ პარლამენტში, ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და აშშ და ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ერთი კვირის ვადაში, ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.