ხერსონის რეგონში, ოლეშკოვის რაიონის სოფელ რადენსკთან, განადგურდა სასტუმრო, სადაც განთავსებული იყო რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა. ამის შესახებ ოლეშკის მერმა ევგენ რიშჩუკმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.
„დღეს ღამით ხერსონის ოლქის ოლეშკოვის რაიონის სოფელ რადენსკთან სასტუმრო კომპლექსი „ოქროს ხოხობი“ გამოსცადეს, დაფიქსირდა დარტყმა და იყო აფეთქება ორი საათის განმავლობაში. წინასწარი მტკიცებულებით, კომპლექსი მთლიანად განადგურდა“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, მოწინააღმდეგის დანაკარგების ტექნიკისა თუ ცოცხალი ძალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ოკუპანტებიც კი არ უშვებენ ადგილობრივებს აფეთქების ადგილზე.
ხერსონის რაიონში ოკუპანტების ბაზის აფეთქბასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალებიდან ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავტორი