ავარიას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა თელავში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ერთი გარდაცვლილი, კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ნოშრევან თუშიშვილია, მეორე კი, კახეთში რესტორნებისა და სასტუმროების ქსელის მფლობელის, კოტე მახათელაშვილის ვაჟი, გიორგი მახათელაშვილი.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
“ხეს შეეჯახნენ, ადგილზე დაიღუპა ორივე”, _ ამბობენ თვითმხილველები.”