სტიქიის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსა და ერკეთში ცენტრალური საავტომობილო გზები ჩაკეტილია.
ხევში მეწყერია ჩამოწოლილი, რომელმაც გაზის მილებიც დააზიანა. ერკეთში კი ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და გზა ჩახერგა.
ორივე მუნიციპალიტეტში უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.