რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხიდი, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, მასზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, ნაწილობრივ გაიხსნა.
მანქანები ქერჩის სრუტეზე ხიდის ერთ ზოლს იყენებენ, _ განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
როგორც ცნობილია, ხიდზე მომხადრი თავდასხმის შედეგად დამსვენებელი წყვილი დაიღუპა და მათი ქალიშვილი დაიჭრა.
მომხდარში რუსეთი უკრაინის მიერ გაშვებულ საზღვაო თვითმფრინავებს ადანაშაულებს და ტერორსიტულ აქტს უწოდებს.
გარდა ამისა, რუსეთმა უარი თქვა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების გაგრძელებაზე, მაგრამ უარყო, რომ ეს იყო შურისძიება.