ჩოხატაურში, ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სასწავლო პროცესის დისტანციურზე გადატანას ითხოვენ.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა, ამის მიზეზი რამდენიმე კლასში ინფიცირების დაფიქსირება გახდა.
“ხიდისთავის საჯარო სკოლის მშობლები ითხოვენ, რომ მათი შვილები ონლაინსწავლის რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს მათი უფლებაა, მაგრამ შიშის საფუძველი არ არსებობს. ხიდისთავის არცერთი მასწავლებელი ინფიცირებული არ არის. ვირუსი დაფიქსირდა მოსწავლეებს შორის, თითო-თითო ინფიცირების შემთხვევა მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. ინფიცირებულ მოსწავლეებს შორის დედმამიშვილები არიან”,_ გვითხრა სიხარულიძემ.