ვაშლი
ვაშლი ძალიან ბევრ ბოჭკოს და ფლავინოიდ კვერცეტინს შეიცავს. კვერცეტინს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
კვლევის თანახმად საშუალო ასაკის ადამიანები ოთხი კვირის მანძილზე დღეში ერთ ვაშლს ჭამდნენ და მათ ამის მეშვეობით სისხლში ქოლესტერინის დონის 40 %-ით შემცირება მოახერხეს.
ფორთოხალი
ფორთოხალი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებებით გამოირჩევა. ეს ხილი ძალიან მდიდარია C ვიტამინით, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და ენერგიის შენარჩუნებაში გვეხმარება.
მარწყვი
მარწყვი ნაკლებად კალორიულია და ფოლიუმის მჟავის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. ის ფორთოხალზე მეტ ვიტამინ C-ს შეიცავს. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედების ზრდისთვის. ამიტომ ის შეუცვლელია ქალებისთვის ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
მანგო
მანგო C ვიტამინის, ბეტა-კაროტინის და ფოლიუმის მჟავის ნამდვილი საბადოა. ბეტა-კაროტინი არის ნივთიერება, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა და სხეულის მიერ A ვიტამინად გარდაიქმნება. კვლევამ ცხადყო, რომ ბეტა-კაროტინი კოგნიტურ ფუნქციებს, მეხსიერებას და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას აუმჯობესებს და კიბოს ზოგიერთი სახეობების გაჩენის რისკს ამცირებს.
ბალი
ბალი ცნობილია მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. გარდა ამისა, კვლევამ გვიჩვენა, რომ ბალში არსებული პოლიფენოლების ზემოქმედება საკვების მონელების პროცესზე ძალიან დადებითია.
კივი
კივი ძალიან კარგი ხილია. ის შაქრით და კალორიებით უაღრესად ღარიბია. შეიცავს ენზიმ აქტინიდინს, რომელსაც საკვების მონელების პროცესში სხვადასხვა სახეობის ცილის სწრაფად და ეფექტურად გახლეჩა შეუძლია. ამის მეშვეობით კი მუცლის შებერილობის და კუჭნაწლავის სხვადასხვა ჩივილების დაბლა დაწევა და ორგანიზმის მიერ ცილების მიღების გაუმჯობესების მიღწევაა შესაძლებელი.
მოცვი
მოცვი K ვიტამინის საუკეთესო წყაროა, რაც ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მას საუკეთესო ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ამ ხილს ორგანიზმის თითოეული უჯრედის დაცვა შეუძლია თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც გულის დაავადებებს და კიბოს იწვევენ.


































































