„ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი გააკეთა.
როგორც ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ყველაზე ევროპულ კანდიდატს მისცა ხმა.
„ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო, ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო“,_ აღნიშნა ზურაბიშვილმა.