ყოველი წლის 10 დეკემბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ადამიანის უფლებათა დღე იმ დღის სამახსოვროდ, როდესაც 1948 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
ადამიანის უფლებათა დღის 2018 წლის სლოგანია: „ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად“, რომელიც ეფუძნება მოქმედებისკენ მოწოდებას „standup4humanrights“.
დღეს დილიდან მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სახალხო დამცველი, ევროკავშირი (EU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN).
სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებების დღისადმი მიძღვნილ ქუჩის საინფორმაციო აქციას ასევე გამართავს ზუგდიდში, ბათუმში, ბორჯომში, სამტრედიაში, რუსთავსა და თელავში.