ლანჩხუთში “მედალფას” კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო.
კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას.
პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი “მედალფასთან” რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს.
“მედალფას” კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. “კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ”, – თქვა კლინიკის დირექტორმა.