ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. ერთი ძროხის გადადენა 500 ლარი გიჯდებათ, 30 000 ლარი წელიწადში.
ნაციონალმა დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა მიმართა საკრებულოს სხდომას.
“ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი 103 ლარია. რამდენი ბავშვის გახარება, რამდენი ადამიანის დახმარება შეგეძლოთ, 30 000 ლარი ძროხების გადადენაში გადაიხადეთ. ეს არის პირდაპირი ქურდობის ინტერესები გაქვთ ბიუჯეტის”,_ ბრალი დასდო ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილის ამ გამოსვლას “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ტაში დაუკრეს.
“ბრავო.. ბრავოო! ბიუჯეტის ქურდი კეზერაშვილი გყავთ და თქვენ ვისზე რას ლაპარაკობთ?”- უთხრა გიორგი ღურჯუმელიძემ, მერის მოადგილემ თათია ნიკოლაიშვილს.
“მათემატიკასთან მწყრალად ხართ, მანდ ყველაფერი გაწერილია”,_ უთხრა ღურჯუმელიძემ.
“მათემატიკა რა შუაშია? არითმეტიკასთან არიან ცუდად”,_ შეუსწორა ლავრენტი ბიგვავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. “არ იცით გათვლა”,_ აღნიშნა მან.
ხმაური ჯერჯერობით გრძელდება.
ავტორი