ოზურგეთში, ამ წუთებში დაძაბულობა და ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები “ალტ-ინფოს” ოფისის დაფუძნების საწინააღმდეგო აქციას ატარებენ.
შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფოს” ოფისის დაფუძნების შემდეგ ფართის მეპატრონის შვილიშვილმა “ალტ-ინფოს” ბანერი ჩამოხსნა და უკრაინის დროშა გააკრა, თუმცა მოგვიანებით ამ ოფისში კვლავ აიღეს უკრაინის დროშა და “ალტ-ინფოს” ბანერი გამოაკრეს. ორგანიზაცის წარმომადგენლები კვლავ შენობაში იმყოფებიან. ოფისთან ვითარება დაძაბულია. მხარეებს შორის მიმდინარეობს სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიცია ცდილობს სიტუაციის დასტაბილურებას.
სამოქალაქო აქტივისტები ირმა გორდელაძე და კახა კეჭაყმაძე, საბა ვასაძე და სხვები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ოზურგეთში ალტ-ინფოს დაფუძნებას და ხელისუფლებას ალტ-ინფოსთვის მწვანე შუქის ანთებაში ადანაშაულებენ.
ავტორი