ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში დღეს პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ დაცვის სამსახურის თანამშრომლება მაჩალიკაშვილს არ მისცეს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ის ადგილიდან ცოტა მოშორებით გაიყვანეს. საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლაც.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.