ხმაურით მიმდინარეობდა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. მართალია, ოპოზიცია ბოლომდე დაესწრო და საკითხების განხილვაშიც აქტიურად ჩაერთო, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილი კომისიის სხდომაზე ცდილობდა მიეღო წინა დღით დასმულ კითხვებზე პასუხი, კერძოდ, 26 დეკემბრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტი რამდენი პროცენტით არის შესრულებული ცალკეული მუხლების მიხედვით. წინა წლის გადმოყოლილი ნაშთი 5 700 000 ლარი როგორ განაწილდა, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი 900 000 ლარი როგორ უნდა განაწილდეს, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გარდამავალი ნაშთის პროგნოზი.
ამ მონაცემების წარმოდგენას მოითხოვდა ოპოზიციონერი დეპუტატი მერიის საფინანსო სამსახურიდან ითხოვდა.
ვინაიდან ეს მონაცემები არ იქნა წარმოდგენილი, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.