ცესკოს მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 46 საარჩევნო უბნიდან 39 საარჩევნო უბნის მონაცემებია ცნობილი. ამ ეტაპისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა პაატა კუნჭულიამ 92% მეტი მიიღო, „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე მენაბდემ 7,054% მიიღო.
ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ალექსანდრე სარიშვილმა ხმების 88,557% მიიღო, რაც შეეხება „გახარია – საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს დავით ჩხაიძეს 11.443% აიღო. ლანჩხუთში 31 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ამ წუთებში 25 საარჩევნო უბანია დათვლილი. ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მინდია ჟღერიამ 92.476 პროცენტი აიღო, ხოლო „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატმა, ნუგზარ ჩხიკვაძემ ხმების 7.524 % მიიღო. ამ ეტაპზე 33 უბნიდან 19 უბანია დათვლილი.


































































