ოსკაროსანი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი („ჯოკერი“) ახალ ეპიკურ ფილმში „Kitbag“ ნაპოლეონ ბონაპარტის როლს შეასრულებს. ამის შესახებ „Deadline“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტი იქნება, რომელთანაც ფენიქსი „გლადიატორზე“ მუშაობდა, სადაც რომის იმპერატორის როლი შეასრულა.
ფილმი საფრანგეთის იმპერატორის ისტორიასა და ტახტისკენ მიმავალ გზაზე მოგვითხრობს. სურათის მნიშვნელოვანი ასპექტი ნაპოლეონის და თავისი ცოლის, ჟოზეფინას ურთიერთობა გახდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს მის როლს.
„Deadline“ ასევე განმარტავს, რომ „Kitbag“ გერმანული სიტყვაა და „სანივთე ჩანთას“ ნიშნავს. სახელწოდება ანდაზური თქმით არის განპირობებული: „თითოეული ჯარისკაცის სანივთე ჩანთაში გენერლის შტაბია დამალული“.
ფილმის სცენარზე დევიდ სკარპა იმუშავებს. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
[sexy_author_bio]