ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გახდა.
“ქართული ოცნების” კანდიდატმა ნდობისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
“ძვირფასო ფოთელებო, ხობელებო და სენაკელებო, გილოცავთ გამარჯვებას! მადლობა ნდობისთვის, მადლობა გვერდში დგომისა და თავდაუზოგავი შრომისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს უკეთესი მომავლის და საკუთარი შესაძლებლობების რწმენისთვის. ჩვენ ეს შევძელით – გავიმარჯვეთ და წინ უამრავი საქმე გველის. ერთად გავიმარჯვეთ, ერთად ვიშრომებთ და ერთად შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს. გილოცავთ გამარჯვებას!” _ განაცხადა ხახუბიამ.
ცნობისთვის, ირაკლი ხახუბია მაჟორიტარი დეპუტატი უკვე მეორედ გახდა. ის 2016 წელს ფოთელმა მოსახლეობამ აირჩია.