ხობში, პირველი მაისი–ხამისკურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების ცნობით, ავტომობილს გზაზე პირუტყვი გადმოუხტა, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



































































