ძმამ ძმა დაჭრა. შემთხვევა ხობში, სოფელ ჭალადიდში მოხდა.
როგორც ირკვევა, ოჯახში შელაპარაკება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ჩვენი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი