ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.