კორონავირუსით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მიუღლე გარდაიცვალნენ. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.
როგორც სკოლაში აცხადებენ, გარდაცვლილი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და 5 ნოემბერს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი ორი დღის წინ გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა დაწერა _ ის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე და უყურადღებობაზე საუბრობდა.
როგორც მათი შვილი სოცქსელში წერს, მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს. ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ, დამძიმების შემდეგ კი ქუთაისის კლინიკას მიმართეს, თუმცა, მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი მიიღეს და ის საავადმყოფოდან გამოწერეს. შვილი იძულებული იყო, მამა გორში წაეყვანა, თუმცა, იქაც რეანიმაციაში ვერ მოათავსეს ადგილების არ არსებობის გამო.