ხოფის ბაზრობაზე ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიას გაუჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბაზრობაზე, სხვა ობიეტებზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხოფის ბაზრობაზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.