ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხაურება.
“ორი ვაჟკაცის მამა ვარ და ხორცი მეწვის ამ ტრაგედიის შემყურეს, უმძიმესი, ურთულესი და შემზარავი ამბავია, რამაც 19 წლის ახალგაზრდა ადამიანი დაგვაკარგვინა. ბანდები, დაჯგუფებები, კრიმინალები, დაუსჯელობა, ძალადობის წახალისება, არჩევნები, ძველი ბიჭები, ზონდერები, რუსი ოლიგარქი, ვოლსკი და მისნაირები …ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ყველაფერი კავშირშია, ყველაფერი ჩვენს, თქვენს ხელშია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს, შვილებს, მათ მომავალს, მტრობა, შუღლი, დაპირისპირება, ძალადობა, ყაჩაღობა, ქურდობა, სიძულვილი – ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის 8 წლიანი მონაგარი“, _ წერს ლევან ხაბეიშვილი.