ხორვატიის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ხორვატიაში უკრაინელი სამხედროების მომზადების შესახებ. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.
“თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი არმია ძლევამოსილ პარტნიორებთან ერთად აუცილებლად დაამარცხებს რუსი მკვლელების, მძარცველებისა და მოძალადეების ხროვას“, – წერს თავდაცვის რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, ზაგრები უკრაინისთვის დახმარების ორ ვარიანტს განიხილავს: უკრაინელი სამხედროების მომზადება ხორვატიის ტერიტორიაზე და ხორვატი ინსტრუქტორების გაგზავნა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.