ყავა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი სასმელია. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. სხნადი ყავა. თუმცა ისმის შეკითხვა: რამდენად შეიძლება ასეთ ყავას ნატურალური ვუწოდოთ და რითი განსხვავდება იგი მარცვლოვანი, ნამდვილი ყავისგან?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მოხალული ყავის მარცვლები საკმაოდ სასარგებლოა. იგი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა B და PP, აგრეთვე მიკროელემენტებს – კალციუმს, კალიუმსა და რკინას. ნატურალურ ყავაში შედის ასევე სეროტონინი, რის გამოც ეს სასმელი მშვენიერი ანტიდეპრესანტია.
რას წარმოადგენს ხსნადი ყავა. ეს არის ფხვნილი ან გრანულები, რომლებიც მიიღება ნატურალური ყავის კონცენტრირებული ექსტრაქტისგან. იგი პირველად 1901 წელს გამოჩნდა, როცა იაპონური წარმოშობის, ჩიკაგოელმა მეცნიერმა სატორი კატომ მიიღო ფხვნილი მაგარი ყავის სასმელისგან. 5 წლის შემდეგ ინგლისელმა მეცნიერმა, ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა შექმნა ტექნოლოგია სხნადი ყავის წარმოებისთვის და პირველად გამოუშვა ეს სასმელი. მაგრამ პოპულარობა ხსნად ყავას მოუტანა შვეიცარიულმა სავაჭრო ნიშანმა, „ნესტლე“, რომელმაც 1938 წელს ბრაზილიის ხელისუფლებასთან ერთად, დაიწყო ყავის ამ ახალი ტექნოლოგიის ათვისება.
ხსნადი ყავის მისღებად ჯერ ყავის მარცვლებს ხალავენ, ფქვავენ და ხარშავენ. მიღებულ ექსტრაქტს აშრობენ და იღებენ ფხვნილს. ამ უკანასკნელს უკვე ვაკუუმ დანადგარებში აშრობენ ან გრანულებად კრავენ.
ყოველივე ამის შემდეგ, ცხადია, ყავა კარგავს თავის პირვანდელ გემოს, ამიტომ მას უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურ არომატიზატორებსა და გემოს გამაძლიერებლებს უმატებენ. გემოსთან ერთად იკარგება ნატურალური ყავის სასარგებლო თვისებებიც.
ნუ დაუჯერებთ რეკლამებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ხსნადი ყავა აბსოლუტურად ნატურალურია!
გასათვალისწინებელია, რომ კოფეინი, რომელიც ხსნად ყავაში შედის, ორგანიზმიდან გამოსვლას დიდხანს უნდება. აქედან გამომდინარე, ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხსნადი ყავის დალევა სახიფათოა, რადგან კოფეინი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამან კი შეიძლება წყლულოვანი დაავადებების გართულება გამოიწვიოს. ხსნადმა ყავამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, რადგან იგი მაღალი მჟავიანობით ხასიათდება.
ასე რომ პასუხი მარტივია: მიირთვით ნატურალური, ე.წ. ნალექიანი ყავა და იყავით ჯანმრთელნი!