ხულოს მუნიციპალიტეტიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ქალი გადაიყვანეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირს კორონავირუსის ნიშნები აქვს.
ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი, რომ ეს ადამიანი თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ხულოში.
ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ დეტალებს ისინი არ ფლობენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარს „გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.