აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმციით, 1 აპრილს, ხულოდან ბათუმში გადაყვანილ 30 წლის ქალს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ანალიზების პასუხები უკვე ცნობილია და მას ვირუსი არ აქვს.
ხულოში მცხოვრები 30 წლის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ის კარანტინში იყო და იზოლაციის 2 კვირიანი პერიოდი გავლილი ჰქონდა. ის მაღალი სიცხით ხულოდან ბათუმში გუშინ გადმოიყვანეს.
ასევე, უარყოფითია ტესტის პასუხები covid-19-ზე ინფექციურში გუშინ შეყვანილი 5 პირის ანალიზები. 2 პაციენტის პასუხს კი, რომლებსაც საეჭვო სიმტომები ჰქონდათ, ჯერ კიდევ ელიან.
წყარო: აჭარის ტელევიზია