ხულოში, დღეს დილით მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველ არხს ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მე-12 კლასელის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა.
რესურსცენტრის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.