27 – 28 ნოემბერს ქ. ბათუმში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, უმცროს ჭაბუკებს შორის დამსახურებული მწვრთნელის ლევან შავაძის სახელობის პირველი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღეველ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები. ოზურგეთელმა ჭაბუკებმა ტურნირიდან ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო წამოიღეს.
რომ ხუთი ოქროდან , ოთხი კახაბერ აბაშიძის მოსწავლეებმა, ერთი კი ლაშა გუჯაბიძის შეგირდმა აიღო!
პირველი ადგილები აიღეს: ნიკოლოზ კუტიბიძემ (35 კგ), ლუკა კილაძემ (41 კგ); რეზი გუჯაბიძემ (44 კგ ); ლუკა ფიფიმ (52 კგ) და გიორგი როყვამ (57 კგ).
მეორე ადგილზე გავიდნენ :
დათო ზეიკლიშვილი ( 52 კგ), გიორგი ტაკიძე (62 კგ).
მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ:
გიორგი ბერიძე (48 კგ), ლუკა შარაძე (68 კგ), ლუკა ძირკვაძე (85 კგ).
ნაკრები გუნდი შეჯიბრისთვის მწვრთვნელებმა: კახაბერ აბაშიძემ, კობა ბალავინოვმა, ძმებმა ზურაბიანებმა, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ და ალიკა აბაშიძეებმა,ლაშა ქადეიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.