ადამიანი ყოველთვის იმის გარკვევაშია, თუ რომელი ცხოველია ჭკვიანი. იმის მიუხედავად, რომ ლომი ველური სამყაროს მეფედ არის შერაცხული და ამავე დროს ფიზიკური მონაცემებით სარგებლობს, ის არ ითვლება ისეთ ჭკვიან არსებად, როგორიც ქვემოთ ჩამოთვლილი არსებებია. ეს რეიტინგი შეიქმნა იმის მიხედვით, თუ რამდენად გონივრულად იქცევა ესა თუ ის ცხოველი.
ღორი – ერთადერთი არსება, რომელსაც უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული მეხსიერება.
თუთიყუში – განსაკუთრებულად თუთიყუში -ჯაკო, რომელსაც შეუძლია გაიმეოროს ადამიანის მიერ ნათქვამი ნებისმიერი ფრაზა. მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა რომ ერთმანეთისგან განასხვაონ ფერი, განსაზღვრონ რიგი და რიცხვი.
ციყვი – ინტელექტუალი, რომელიც მხოლოდ იმ საკვებით იკვებება, რომელსაც ადამიანი მიირთმევს. აქვს ადგილის დამახსოვრების შესანიშნავი უნარი.
ძაღლი – ადამიანის საუკეთესო მეგობარი, რომელსაც შეუძლია აღიქვას 250 -მდე სიტყვა და ჟესტი, ასევე ერკვევა მათემატიკაში. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყველაზე ჭკვიან ძაღლად-პუდელი ითვლება.
კატა – ეშმაკი, რომელსაც დაზვერვის უნარი აქვს განვითარებული. ის დაკისრებულ მოვალეობას თავს არიდებს, რადგან მიაჩნია, რომ დავალების შესრულებით ის დაკარგავს მისთვის საუკეთესო დროს.