ქოქოსის პალმის სპეციალისტი
მისი დანიშნულებაა რომ სათითაოდ აძვრეს თითოეულ პალმის ხეზე და საგულდაგულოდ შეამოწმოს ქოქოსის კაკლები, ანუ ჩამოვარდება თუ არა… რათა საფრთხე არ შეუქმნას დამსვენებლებს და დაცულნი იყვნენ ტურისტები.
საღებავის სპეციალისტი
ერთ-ერთი უცნაური პროფესიაა. სპეციალისტს ხელში უჭირავს წამზომი და აკვირდება თუ რამდენ ხანში გაშრება საღებავი. შემდეგ კი ამ ყველაფერს დაწვრილებით იწერს.
წიწილების სქესის დამდგენი
წიწილების სქესის დადგენა ხელებით და კარგი დაკვირვებით ხდება.
ფერმებში, სპეციალისტები ასე ანცალკევებენ წიწილებს სქესის მიხედვით.
ქათმის კვერცხების სპეციალისტი
მისი მოვალეობაა ახალდადებული კვერცხის შემოწმება სათითაოდ. ვარგისიანია თუ არა კვერცხი საკვებად მისაღებად.
კოღოების სპეციალისტი
კიდევ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პროფესია. წარმოიდგინეთ, ადამიანი იჭერს კოღოს და შემდეგ ელოდება თუ როდის უკბენს და ამოწოვს სისხლს… ამ ყველაფრის მიზანი და დანიშნულება კი არის ის, რომ დადგინდეს ინფორმაცია მალარიის შესახებ, ანუ სად არის გავრცელებული და რამდენად საშიშია.