“ხვალ, დღის 2 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმაი ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.
მისივე თქმით, “იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება”.
“ყოველდღე, განსაკუთრებით თბილისმა უნდა ვთქვათ გადამწყვეტი სიტყვა. ამ ბრძოლაში. თბილისმა, როგორც დედაქალაქმა. თბილისმა, როგორც მილიონნახევრიანმა ქალაქმა. ქალაქმა, სადაც ყველაზე მეტად გააყალბეს არჩევნები. გადაჭარბების გარეშე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერაფერი ვერ მოიპოვეს ისეთი, რაც მათ სურდათ თბილისთან დაკავშირებით და საერთოდ, ჯამურად, დროებით გაიფორმეს ის ვითომ გამარჯვება. ამიტომ თუ ვინმე უნდა ვიყოთ ქუჩებში უნდა ვიყოთ თბილისელები და არამხოლოდ თბილისელები.
ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით თბილისში. ზოგჯერ ვიქნებით ძალიან ბევრნი, ზოგჯერ იმაზე ბევრნი, მაგრამ ერთ რიგით კალენდარულ დღეს, უახლოეს პერიოდში, იმდენნი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი. ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ყველა მოედანზე და ყველა ხიდზე უნდა ვიდგეთ, რომ თბილისი იყოს სავსე ხალხით, სავსე სიცოცხლით, სავსე მართალი ადამიანების ხმით. ხვალ, დღის 2 საათზე, ჩვენ სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.