ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო დღესასწაული „დვაბზუობა 2017“ გაიმართება.
სოფლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება 19 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ზენაარი,“ „კოლხა,“ „აისი“ და მგალობელ-მომღერალთა გუნდი „შემოქმედი”. ღონისძიების ერთი ნაწილი დვაბზუს ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოებას დაეთმობა. დღესასწაული კი ქართული ესტრადის ვარსკვლავების: ანრი ჯოხაძის, სალომე ბაკურაძის, ნოდიკო ტატიშვილის, სოფო ბედიასა და ქსენია აბულაძის კონცერტით დასრულდება.