07.07.2023 – ე.წ. სარკისებური თარიღია, რომელსაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ნუმეროლოგების თქმით, 7 ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი რიცხვია, რომელიც ადამიანებს პრობლემების დაძლევასა და წარმატების მოზიდვაში ეხმარება. ითვლება, რომ ის დღე, რომელსაც ე.წ. სარკისებური თარიღი ემთხვევა, ძლიერი ენერგიის მატარებელია და ყველაფერი იმაზე მარტივად გამოდის, ვიდრე სხვა დღეებში.
ნუმეროლოგები გირჩევენ, რომ ეს დღე საკუთარ თავთან ჩაღრმავებისთვის გამოიყენოთ და დაფიქრდეთ თქვენს რეალურ სურვილებსა და გეგმებზე.
ითვლება, რომ ამ დღეს სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმით და ის ენერგია, რასაც გაუშვებთ, უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. დაუთმეთ დრო ქველმოქმედებას, კეთილ საქმეებს, ადამიანების მხარდაჭერასა და გამხნევებას. ამ გზით საკუთარი კარმის გასუფთავებას შეძლებთ და სამყარო გაცემულ სიკეთეს ორმაგად დაგიბრუნებთ.
დაემშვიდობეთ წარსულში დატოვებულ ადამიანებსა და იმედგაცრუებებს.
წამოიწყეთ ახალი პროექტები, ან მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთი ახალი ნაბიჯი მაინც გადადგით. ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მადლიერნი იყავით ყველა სიკეთისთვის, გამართლებისა და იღბლისთვის, რაც აქამდე თქვენს ცხოვრებაში ყოფილა და სამომავლოდ ბევრად უფრო მეტს მიიღებთ. ამავდროულად, მადლიერების გამოხატვა პოზიტიური და დადებითი ენერგიით აგავსებთ და დაგეხმარებათ.
რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. სარკისებური თარიღის დროს შეგნებულად ზიანი არავის მიაყენოთ. თქვენი ეს ქცევა აირეკლება და უკან დაგიბრუნდებათ. ასევე, იყავით ლმობიერი საკუთარი თავის მიმართაც.
ნუ დაუთმობთ დროს აგრესიასა და კონფლიქტებს. შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და კეთილგანწყობილი იყოთ.
საკუთარი პირადი სარგებლის ხარჯზე, სხვის დაზიანებას ნუ გადაწყვეტთ. ეს ენერგია უკან დაგიბრუნდებათ.ნუ გადაწყვეტთ თაღლითობას, არაკეთილსინდისიერ ქცევას. როგორც აღინიშნა, ამ დღეს სამყარო ადამიანების ქცევებსა და ფიქრებს სარკესავით ირეკლავს და უკან ორმაგად აბრუნებს – კარგსაც და ცუდსაც.