ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ სქელში პოსტს ავრცელებს.
ხვალ ნამდვილად მძიმე დღეა — ჩვენი 10-წლიანი მოღვაწეობა სრულდება. ზეგ, 15-ში, არცერთი განყოფილების კარი აღარ გაიხსნება, ჩაქრება შუქები და პაციენტები აღარ შემოვლენ. ამდენი წლის განმავლობაში ერთი დიდი ოჯახი ვიყავით — ჩვენ და ჩვენი პაციენტებიც. სამწუხაროდ, ვიღაცის უგუნური გადაწყვეტილებების გამო ასე მოხდა, როგორც მოხდა. რას ვიზამთ — ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად გაიღება. წვიმის შემდეგ აუცილებლად ამოდის მზე და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება .
პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ და თითოეულ თქვენგანს — დაწყებული განყოფილების გამგით და დამთავრებული სანიტრით — იმ გაწეული შრომისთვის, რასაც აკეთებდით. თქვენთვის არ არსებობდა არც კვირა, არც შაბათი, არც ახალი წელი და არც სხვა დღესასწაული — ყოველდღე, ზამთარში თუ ზაფხულში, წვიმაში თუ სიცხეში, დილის 9 საათზე იღებოდა კარები და ხვდებოდით ჩვენს პაციენტებს.
მეორე — თუ ოდესმე ვინმეს რამე ვაწყენინე მაპატიეთ , (ხვალაც ცოტათი ვიჩხუბებ
) მინდა , რომ ყველაფერი წესიერად დასრულდეს , როგორც ჩვენ გვეკადრება.
ასე რომ, არ გემშვიდობებით დიდი ხნით — დარწმუნებული ვარ, მალე ისევ შევხვდებით და ერთად კიდევ ბევრ კარგ და საინტერესო საქმეს გავაკეთებთ.
თქვენი ზურა სიხარულiძე _ წერს სოციალურ ქსელში ნარკოლოგი.
































































