ხვალ თბილისში რესპუბლიკის მოედანი რამდენიმე საათით გადაიკეტება, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 30 მარტს, ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.
ღონისძიებაში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ. ღონისძიება 16:30 საათზე ჩატარდება”,_ აღნიშნულია განცხადებაში.