სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს 22 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, ტყავის ჩიხის, გრიგოლ ხანძთელის, ლესელიძის, იერუსალიმის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 17 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.