ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპაია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ხვალ, 27 თებერვლის დილის 10:00 საათიდან, 28 თებერვლის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
ლუბლიანას ქუჩის ნაწილს და ბელიაშვილის ქუჩა N40-ს.
საბურთალოს რაიონში:
დიღომი 8-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, ჟვანიას კლინიკას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, ამერიკის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის კვარტლებს, დელისის I, II და III და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის, ჯიქიას, მცხეთის, და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სხვიტორის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის მიზნით, წყალსადენის 900 მმ-იანი და 1200 მმ-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეცვალა.
ასევე, აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, სოფელ წიწამურში, 1200 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 60 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა.
ქსელზე გადაერთების სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge