სინოპტიკოსთა თქმით, საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება.
მათი პროგნოზით, მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალიდან მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი და ტემპერატურის კლება.